- Advertisement -

ელენე ხოშტარია: 5 წლის წინ ჩვენს ხელისუფლებას ხალხმა სამართლიანად უთხრა – წადით სახლში

390

"მინდა გაგახსენოთ, დღეს 1 ოქტომბერია, 5 წლის წინ წინ ჩვენს ხელისუფლებას ხალხმა სამართლიანად უთხრა, – წადით სახლში. რაღაც გააკეთეთ, შეგეშალათ, ეხლა წადით სახლში", – ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ პუშკინის სკვერში გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

"დიახაც, მშვიდობიანი გზით ჩვენ ავდექით და წავედით სახლში, იმისთვის რომ ქვეყანაში ყოფილიყო უკეთესობა. ხალხი ბიძინა ივანიშვილისთვის კი არ მივიდა არჩევნებზე, მივიდნენ იმიტომ, რომ უკეთესისი მოლოდინი ჰქონდათ, უკეთესი მომხდარიყო ქალაქში, და ეს დღე, რომელიც არის მშვიდობიანი არჩევნების დღე, იქცა ტყუილის დღედ, მოტყუების დღედ, გაცურების დღედ, მიტაცების დღედ და ბიძინა ივანიშვილის ეზოს გაფართოების დღედ, აღარ იქნება ასე", – აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

ცნობისთვის, პარტიის წევრები და მხარდამჭერები თბილისის საკრებულოს 2 დღის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთს, სადაც პარკინგი უნდა აშენდეს და ასევე, ბოტანიკურის ბაღის მიმდებარედ 5000 კვ. მეტრზე თაბორის მთაზე მიწის ნაკვეთს, სადაც პროექტ „პანორამას“ განხორციელება იგეგმება ფუნქციური სტატუსი შეეცვალა.

Comments
Loading...