- Advertisement -

ელიაშვილი: როცა სამართლიანობა აღდგება, მხოლოდ მაშინ იქნება ეს ქვეყანა შემდგარი სახელმწიფო

297

ამის შესახებ ტელეკომპანია "იბერიის" ჟურნალისტმა და საინფორმაციო სამსახურის ყოფილმა უფროსმა ლუბა ელიაშვილმა გადაცემა "თავისუფალ სივრცეში" განაცხადა.

"ძალიან გამიხარდებოდა, რომ ეს ამბავი დასრულებულიყო, მაგრამ დასრულდება მხოლოდ მაშინ რა დაპირებითაც მოვიდა დღევანდელი ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენა, რაც მაშინ ყველაზე ძვირფასი იყო თითოეული ჩვენთაგანისთვის, ვინც ახლა აქ ვზივართ. როდესაც ეს ამბავი განხორციელდება მხოლოდ მაშინ იქნება ეს ქვეყანა შემდგარი სახელმწიფო. სახელმწიფოს აქვს ვალი საკუთარი მოქალაქეების მიმართ, როდესაც მათ აზარალებს. ამაზე პასუხისმგებელი მხოლოდ ხელისუფლებები კი არ არიან, არამედ მთელი სახელმწიფო. იმიტომაც მოვიდა ახალი, რომ ძველის დანაშაულები გამოასწოროს და აღადგინოს ის, რა ზიანიც მიაყენა კონკრეტულ ტელევიზიებს, ადამიანებს და კომპანიებს", – განაცხადა ლუბა ელიაშვილმა.

Comments
Loading...