- Advertisement -

ელისაშვილი: ბესელიასთვის ჯარიმის გადახდას არ ვაპირებ, საქმეს სააპელაციოში გავასაჩივრებ

581

თბილისის საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს.

ამის შესახებ ელისაშვილმა „აიპრესს“ განუცხადა.

მისი თქმით, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ სასამართლო და პროკურატურა ეკა ბესელიას მიერ იმართება.

„არანაირი ჯარიმის გადახდას არ ვაპირებ. ეს იყო ძალიან სამარცხვინო გადწყვეტილება, რაც მოსამართლე ქეთევან კუჭავამ გამოიტანა. ეს სულით და ხურცით მურუსიძეების, ნაზღაიძეების და ურთმელიძის თანამოაზრეა. შესაბამისად, ვაპირებ, რომ ეს გადაწყვეტილება გავასაჩივრო კანონით დადგენილ ვადებში. 20-დან 30 დღემდე ვადაში უნდა ჩამბარდეს გადაწყვეტილება, შემდეგ უკვე სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებ.

დღეს კიდევ ერთხელ გახდა ნათელი, რომ სასამართლოც და პროკურატურაც ეკა ბესელიას ქუსლის ქვეშ არის მოქცეული. სამწუხაროა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ბესელიას სახე მიიღო. ამით „ოცნებას“ იმის თქმა უნდოდა, რომ თუ საყოველთაო მექრთამის ეკა ბესელიას წინააღმდეგ ვინმე ხმას ამოიღებს, ისე მოექცევიან როგორც ელისაშვილს. თუ ჰგონიათ, რომ ამით მე შევშინდები, ძალიან ცდებიან. როგორც ერთი გადარეული კაცი იტყოდა წინა ხელისუფლებიდან – ნურას უკაცრავად!“, – განუცხადა ალეკო ელისაშვილმა „აიპრესს“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ალეკო ელისაშვილს ეკა ბესელიას წინააღმდეგ განცხადებების უარყოფა იგივე ტელეეთერის საშუალებით დაევალა და ასევე ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. საქმე ეხებოდა, საჯარო განცხადებებს, სადაც ელისაშვილი ბესელიას პატიმართა შეწყალების სანაცვლოდ ქრთამის აღებაში ადანაშაულებდა. ბესელია ელისაშვილისთვის 10 500 ლარიანი ჯარიმის დაკისრებას ითხოვდა.

Comments
Loading...