- Advertisement -

ელისაშვილი კალაძეს: ტელედებატების მერე, ნებისმიერ სტადიონზე ფეხბურთში შეგეჯიბრები (ვიდეო)

491

 

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი, კახა კალაძეს სატელევიზიო დებატებში კიდევ ერთხელ იწვევს და აცხადებს, რომ დებატების შემდეგ ის მზად არის კახა კალაძეს ნებისმიერ სტადიონზე ფეხბურთი ეთამაშოს. ამის შესახებ ელისაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში საუბრობს. 

"კახა კალაძე უდავოდ არის საქართველოს სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენი, მართლა ვგულშემატკივრობდი კიევის დინამოში, მიალნშიც, ღამეები მითენებია მისი თამაშის ყურებისას, ძალიან ამაყი ვიყავი. მე კიდე მთელი ცხოვრება თბილისის პრობლემები კვლევით ვარ დაკავებული. 

გიწვევ დებატებში, ნებისმიერ სატელევიზიო დებატებში დავჯდეთ, თბილისზე ვიდებატოთ და მერე პირობას გაძლევ, რომ აირჩიე სტადიონი და ნებისმიერ სტადიონზე ფეხბურთში შეგეჯიბრები. ველოდები დებატების ადგილს, ველოდები სტადიონს", – განაცხადა ელისაშვილმა. 

Comments
Loading...