- Advertisement -

ელისაშვილი: მადლობა “ნაციონალურ მოძრაობას”, ერთად დავამარცხებთ “ოცნებას”!

539

"დიდი მადლობა "ნაციონალურ მოძრაობას" ამ ინიციატივისთვის. ერთობლივი ძალებით ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ "ქართულ ოცნებას" ჯერ თბილისში, ხოლო შემდეგ მთელს საქართველოში !", – ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატის ზაალ უდუმაშვილის შეთავაზებასთან დაკავშირებით წერს.

შეგახსენებთ, რომ ალეკო ელისაშვილს ცესკომ მერობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის 10 ათასი ხელმოწერის შეგროვება მთხოვა. ზაალ უდუმაშვილმა კი გუშინ საგანგებო პრესკონფერენციაზე ალეკო ელისაშვილისთვის დახმარების მზადყოფნა გამოთქვა და განაცხადა, რომ " ჩვენ მზად ვართ უმოკლეს ვადაში შევაგროვოთ 10 000 ხელმოწერა და მისი თანხმობის შემთხვევაში ჩემი შტაბი ხვალ დილიდან დაიწყებს მხარდამჭერების მობილიზებას. იგივეს მოვუწოდებ ყველა პროდასავლურ კანდიდატს."

Comments
Loading...