თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი თბილისის მერიასა და საკრებულოს გარევაჭრობის საკითხის დასარეგულირებლად ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
ელისაშვილის თქმით, თბილისში გარევაჭრობის არსებული ფორმა დედაქალაქის მიმართ გარკვეული უპატივცემულობის გამოხატულებაა, თუმცა, მისივე აზრით, გარევაჭრობის სრულად აკრძალვა დაუშვებელია.
როგორც დეპუტატი აცხადებს, გარევაჭრობა მსოფლიოს ნებისმიერი ქალაქის ურბანული ცხოვრების ერთ-ერთი ელემენტია, რომელიც გარკვეულ რეგულაციებში მოქცევას საჭიროებს.
ალექსანდრე ელისაშვილი თბილისის მერიასა და საკრებულოსგან სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნას მოითხოვს და აღნიშნულ ჯგუფში საქმიანობისთვის მზადყოფნას გამოხატავს.