- Advertisement -

ელისაშვილი: ოქტომბრის ბოლოს ჩვენ თბილისში ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვებას მივაღწევთ

374

თბილისის მერობის კანდიდატის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ოქტომბრის არჩევნებში ის მოსახლეობასთან ერთად გამარჯვებას იზეიმებს. ამის შესახებ ელისაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, გუშინ საღამოს ცესკომ გამოსცა აქტი და ის დაარეგისტრირა თბილისის მერობის დამუკიდებელ კანდიდატად.

"როგორც ცნობილია შემჭიდროებულ ვადებში მომთხოვეს 10 000 ხელმოწერა და ჩვენ ორჯერ უფრო მეტი, 20 000 ხელმოწერა მივიტანეთ. შედეგად ხელისუფლება იძულებული გახდა ხალხის არნახული ენთუზიაზმიათვის ანგარიში გაეწია. მოსახლეობის საოცარმა თავდადებამ თვისი გაიტანა და ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდში ერთის მხრივ ჩავშალეთ ხელისუფლების გეგმა რომ მე ბიუროკრატიული ხერხებით დავრჩენილიყავი საარჩევნო პროცესიას მიღმა. მეორეს მხრივ, უკვე მივიღეთ ერთ მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი გამარჯვება. ეს გამარჯვება, ხელმოწერების შეგროვების დროს გამოვლენილი ენთუზიაზმი მარწმუნებს იმაში რომ ოქტომბრის ბოლოს ჩვენ თბილისში ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვებას მივაღწევთ ხალხთან ერთად",-განაცახდა ელისაშვილმა.

თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

Comments
Loading...