- Advertisement -

ელისაშვილი: როგორც ჩანს ვერ შთავაგონე ადამიანებს, რომ გადამწყვეტი ქალაქის სიყვარული იყო და არა ფული

322

თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ელეკო ელისაშვილმა პრეკონფერენციაზე თავის ამომრჩევლებს, მხარდამჭერებს, გუნდის წევრებსა და იმ ადამიანებს, ვინც მის გამო დამკვირვებლებად მუშაობდნენ მადლობა გადაუხადა.

ელისაშვილმა პრეკონფერენციაზე ასევე ისაუბრა, რომ მეორე ტურის არსებობა-არარსებობის საკითხი ერთმა პროცენტმა გადაწყვიტა. მისივე თქმით, საარჩევნო უბნებთან რომ მხარდამჭერები ყოფილიყვნენ მობილიზებულები, მეორე ტური გარანტირებული იქნებოდა.

"1მა პროცენმა გადაწყვიტა ყველაფერი. 9 000 მხარდამჭერი, რომ მოსულიყო დამატებით უბნებზე, გარანტირებულად იქნებოდა მეორე ტური, ეს იმას ნიშანავს, რომ თითო უბანზე რომ 15 მხარდამჭერი მისულიყო, იქნებოდა მეორე ტური. ყველა კვლევა აჩვენებდა, რომ მე გაცილებით მეტი მხარდამჭერა მქონდა ვიდრე ამომრჩევლები მივიდნენ უბნებზე, მაგრამ პირველ რიგში საკუთარ თავს ვადანაშაულებ, როგორც ჩანს მე ვერ შთავაგონე ადამიანები, ვერ დავარწმუნე, რომ გადამწყვეტი არ იყო დიდი ფული, ადმინისტრაციული რესურის, მედიის არნახული მხარდაჭერა, არამედ ქალაქის სიყვარული იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და როგორც ჩანს რაღაც დავაკელი მათი დარაზმვისას, მათი მოტივირებისას. სწორედ რომ ამ ანალიზის ეტაპზე ვარ. რა დავაკელით", – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

Comments
Loading...