- Advertisement -

ელისაშვილი: საქართველოს მასშტაბით ერთადერთი კანდიდატი ვიყავი, რომელმაც “ოცნებას” მოვუგე

328

„ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლაში ვარ 2014 წლიდან. არ მიყვარს ამის მატრაბაზულად ხაზგასმა, მაგრამ საქართველოს მასშტაბით ერთადერთი კანდიდატი ვიყავი, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ მოვუგე“, – ამის შესახებ თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა „განსხვავებულ აქცენტებში“ განაცხადა.

როგორც ელისაშვილი ამბობს, მას „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხების გამოცდილება აქვს.

„როდესაც „ქართულ ოცნებას“ მოვუგე, მაშინაც ჯეროდა ჩემი საბურთალოელებს და ახლაც ვგრძნობ მე ხალხის მხარდაჭერას. მე „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლაში ვარ უკვე საკრებულოში 3 წელია. ზოგზოგიერთს ახლა რომ გაახსნედა, რომ „პანორამა თბილისი“ ცუდია და ბიძინა ივანიშვილი მიწებს ისაკუთრებს… „პანორამა თბილისის“ გამო ერთი დღე დაკავებული ვიყავი, 5 კაცი მტენიდა მანქანაში. მე თბილისის პრობლემები გუშინ არ გამხსენებია, არავის ვსაყვედურობ, ჩემდამი მანამდე რატომ არ იყვნენ სოლიდარულები,როცა დამიჭირეს, არ მიყვარს ასეთი საყვედურები… „თბილისის ჰამქარი“ 2-მა კაცმა დავაარსეთ, დღეს 150 წევრია, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ორგანიზაციაა, ჩემი თავმჯდომარეობის დროს ძალიან ბევრი რამ მოხერხდა. მე თბილისი გუშინ არ გამხსენებია და წინასაარჩევნოდ მეცადინეობა არ დამიწყია, თბილისი ჩემი ცხოვრების ნაწილია“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

Comments
Loading...