- Advertisement -

ელისაშვილი: ცესკომ მერობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის 10 ათასი ხელმოწერის შეგროვებას მთხოვა

382

"გუშინ ცესკომ სრულიად უსინდისო გადაწყვეტილება მიიღო და დამიწესა არაგონივრული ვადა მხარდამჭერების ხელმოწერების შეგროვებისთვის. ხელისუფლებას როგორც ჩანს ჰგონია რომ ვერ შევძლებ 10 ათასი ხელმოწერის შეგროვებას", – ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ალეკო ელისაშვილი მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

"მოგმართავთ თითოეულ ჩემს მხარდამჭერს არ დაიზაროთ, მოდით ჩემს საარჩევნო შტაბში ხელმოწერების ბლანკისათვის. დამიდექით მხარში, რომ დავუმტკიცოთ ხელისუფლებას – რომ არ ვართ ცოტანი და შეგვიძლია შეუძლებელი შევძლოთ!!! ყველას დიდი მადლობა წინასწარ. ჩემი შტაბის მისამართია – ყოფილი საბურთალოს ქუჩა 45 (ამჟამად ცინცაძის ქუჩა)", – წერს ელისაშვილი. 

Comments
Loading...