- Advertisement -

ემზარ კვიციანი: გომელაურის უწყებას დაევალა ჩემი დისკრედიტაცია და დაჭერა!

30

“მივმართავ საქართველოს მოსახლეობას!
მივიღე ინფორმაცია,ე.წ.ჩიტმა ამბავი მომიტანა,რომ ყოველი ჩემი განცხადების გამო,რაც კი პარლამენტში მოვღვაწეობ,დაწყებული ეროვნული და პატრიოტული კანონპროექტების ინიცირებისა,ასევე კონფლიქტი,რომელიც ნაციონალ-ბოკერიებთან მომივიდა,მაჩალიკაშვთან დაკავშირებით გამოთქმული ეჭვები,სმიტების ოჯახის საზარელი მკვლელობაზე ჩემი აქტიურობასთან დაკავშირებით, ციანიდის სპექტაკლზე, ასევე გავრილოვთან დაკავშირებით ჩემი კრიტიკის და ასეშემდეგთა გამო გომელაურის უწყებას დაევალა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისგან ჩემი დისკრიდიტირება და დაჭერა!
მოსალოდნელია მოკლე ხანში ჟურნალისტებისა და დამონტაჟებული ფარული ჩანაწერებით შეეადონ ჩემს დაკავებას!სასამართლომ თვისბოლოს გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს და ბათილად ცნოს ჩემი და ჩემ ახლობლებზე უკანონოდ წართმეულ ქონებასთან დაკავშირებით. რათქმა უნდა სწორედ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დაკვეთით იყო მაშინაც უკანონობა ჩადენილი ჩემი და ჩემი ნათესავების მიმართ, ასევე ეხლაც იგივე დაკვეთას ასრულებენ რათა ქონება არ დამიბრუნდეს! ამისთვის დარჩათ მხოლოდ ერთი გზა უკანონობა და ძალისმიერი მეთოდები:ლიკვიდაცია ან დაჭერა, ოღონდ დაჭერა დისკრიდატიციით! ანუ ჯერ სახელის გატეხვას შეეცდებიან და შემდეგ! მოკლეთ მე ქართველი ვარ და ვაკეთებ ქრთულ საქმეს ჩემ მეგობრებთანერთად,წინააღმდეგობა დიდია, ამიტომ მარტო ჩვენ ვერას გავხდებით! სერიოზულ მტერთან გვაქ საქმე ჩვენი ქვეყნისა!
ინფორმაცია მოგაწოდეთ წინასწარ რათა გამყიდველმა ჟურნალისტებმა კიდევ ერთხელ არ დაგაბნიოთ! და არ დაიჯეროთ შეთითხნილი ტყუილები, მაქვს საბაბი მიტო ვიძახი! დიდება ღმერთს!!!”, – წერს ემზარ კვიციანი.
 
The post ემზარ კვიციანი: გომელაურის უწყებას დაევალა ჩემი დისკრედიტაცია და დაჭერა! appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...