- Advertisement -

ენგურის ხიდთან რუსმა ჯარისკაცებმა ირანის ორი მოქალაქე დააკავეს

780

აფხაზეთისა და სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვართან არსებულ საოკუპაციო ხაზთან რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით ორანის ორი მოქალაქე დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ირანელები ოკუპირებული სოფელ ფიჩორის გავლით ტურისტული მიზნით ცდილობდნენ რეგიონში მოხვედრას.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით ორივე მოქალაქე ამდროისთვის გათავისუფლებულია.

Comments
Loading...