- Advertisement -

ენძელა მაჭავარიანი: მყარად ვარ გუნდში!

10

“მე არ ვთვლი, რომ გუნდის დატოვებად რაიმე პოზიცია ღირს, რა… მყარად ვარ გუნდში.” – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ენძელა მაჭავარიანმა “ტვ პირველთან”.
შეგახსენებთ, ოცნების 6-მა დეპუტატმა უმრავლესობა დატოვა. უმრაველსობა დატოვა: თამარ ჩუგოშვილმა სოფიო ქაცარავამ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, ზაზა ხუციშვილმა, თამარ ხულორდავამ და ირინა ფრუიძემ.
როგორც ჩვენი საპარლამენტო კორესპოდენტი იუწყება ამის მიზეზი გახდა კანონპროექტის ჩავარდნა.
ცნობისთვის, პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო.
The post ენძელა მაჭავარიანი: მყარად ვარ გუნდში! appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...