- Advertisement -

ეროვნული გმირის ორდენზე ფულადი გასაცემლის ოდენობა 5 000 ლარით გაიზრდება

489

ეროვნული გმირის ორდენზე ერთდროული ფულადი გასაცემლის ოდენობა გაიზრდება. აღნიშნულს „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტშია უკვე დარეგისტრირებული.

მოქმედი კანონმდებლობით, ეროვნული გმირის ორდენზე ფულადი პრემია 10 000 ლარს შეადგენს. წარმოდგენილი კანონპროექტით კი, 15 000 ლარია განსაზღვრული. ამ შემთხვევაში ფულადი ჯილდო გაიცემა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე.

პროექტის მიხედვით, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება არის საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო წოდება, რომელიც ენიჭება პირს საქართველოსთვის განსაკუთრებული, გამორჩეული გმირული ქმედებისათვის. საქართველოს ეროვნული გმირის წოდების მინიჭებასთან ერთად პირს გადაეცემა ეროვნული გმირის ორდენი.

კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა, ავტორი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

Comments
Loading...