- Advertisement -

ესტონეთის პრეზიდენტი: კვირიკაშვილმა გამაცნო მიმდინარე რეფორმები, შთამბეჭდავი ნაბიჯებია გადადგმული

565

ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი საქართველოში ვიზიტსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შესახებ "ინსტაგრამზე" წერს.

"თბილისში შევხვდი პრემირ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, რომელმაც სიღრმისეულად გამაცნო საქართველოში მიმდინარე რეფორმები. შთამბეჭდავი ნაბიჯებია გადადგმული",- წერს ესტონეთის პრეზიდენტი.

თავის მხრივ, საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა კერსტი კალიულაიდს მადლობა გადაუხადა საქართველოში ვიზიტისთვის.

"დიდი მადლობა საქართველოში ჩამოსვლისთვის. მადლობა იმ ნაყოფიერი დისკუსიებისთვის, რომელიც ჩვენს სამომავლო თანამშრომლობას და მეგობრობას შეეხება",- წერს პრემიერი.

ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით 31 ოქტომბერს ეწვია.

Comments
Loading...