- Advertisement -

“ეს უკვე სირცხვილია ქალბატონო ადა” – ადა მარშანია ირაკლი კობახიძეს ტრიბუნასთა მიეჭრა

358

"პატრიოტთა ალიანსის" წევრი ადა მარშანია პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ტრიბუნასთან მიეჭრა. ის მანამდე თამარ ჩუგოშვილს სიტყვის მიცემას თხოვდა, რაზედაც თამარ ჩუგოშვილმა უარი უთხრა იმის გამო, რომ მან უკვე ისარგებლა ამ უფლებით, რეგლამენტი კი დამატებით გამოსვლის უფლებას არ იძლეოდა.

"ეს უკვე სერიოზულიც აღარ არის ქალბატონო ადა, სირცხვილია საქართველოს პარლამენტში ეს" – ასე მიმართა თამარ ჩუგოშვილმა ადა მარშანიას, რის შემდეგაც ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.

Comments
Loading...