- Advertisement -

ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე ტროტუარის რეაბილიტაცია დაიწყო

608

სარეაბილიტაციო სამუშაოებს დღეს კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ექსპლუატაციის განყოფილების წარმომადგენლები და ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე გაეცნენ.

საგზაო პროექტის პირველ ეტაპზე ჭავჭავაძის #5-დან რამიშვილის ქუჩამდე ქვაფენილის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. ტროტუარები ახალი ბაზალტის ბორდიურებით და გამწვანების ღობეებით მოეწყობა.

ტროტუარის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჭავჭავაძის გამზირზე, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია შპს „ქართლი“ ახორციელებს.

სამუშაოების პირველი ეტაპი მიმდინარე წლის 25 მაისისთვის დასრულდება.

Comments
Loading...