ვაკის რაიონის გამგებელს ნოდარ ტურძელაძეს 15 თვეში, 2016 წლის 1 იანვრიდან მარტის ჩათვლით 79 300 ლარის ოდენობის ანაზღაურება აქვს აღებული.
ამის შესახებ „აიპრესს“ თბილისის მერიიდან მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს.
მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გამგებლის ყოველთვიური ხელფასი 2 600 ლარია, ამდენივეა მისი დანამატიც. რაც შეეხება პრემიას, გამგებელს პრემია მოცემულ 15 თვიან პერიოდში მხოლოდ ერთხელ 2016 წლის აგვისტოში აქვს აღებული 1 300 ლარის ოდენობით.
ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი