- Advertisement -

ვაკის რაიონში წლის ბოლომდე 12 ფიტნეს ზონა მოეწყობა

338

ვაკის რაიონის გამგეობა განაგრძობს ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას. ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სხვადასხვა უბნებში სავარჯიშო ტრენაჟორების მოედნების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

თითოეულ ფიტნეს ზონაში გადახურულ სივრცეში 10 ტრენაჟორია დამონტაჟებული. გეგმის თანახმად, წლის ბოლომდე ფიტნეს ზონების მოწყობა 12 მისამართზე დასრულდება:

ნუცუბიძის IV მ/რ 55-ე კორპუსი

ნუცუბიძის V მ/რ მე-2 კორპუსი

ვაჟა-ფშაველას V კვ. მე-2 კორპუსი

ვაჟა-ფშაველას III კვ. მე-10 კორპუსი

ვაჟა-ფშაველას I კვ. მე-4 კორპუსი

ჭავჭავაძის 62

ჭავჭავაძის 43

ყიფშიძის 7ა

ბაგები, სტუდქალაქი, მე-4 კორპუსი

უნივერსიტეტის ქ. 3

წყნეთი, ტყეპარკის მიმდებარედ

წყნეთი, ამილახვრის ქუჩა

პროექტის პირველ ეტაპზე ვაკეში სავარჯიშო ტრენაჟორების მოედნები კიდევ 7 მისამართზე მოეწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას ვაკის გამგეობა ავრცელებს.

Comments
Loading...