- Advertisement -

ვასაძე: ეს ხელისუფლება და ეს სახელმწიფოებრივი წეს-წყობილება განწირულია, ეს საღვთო კანონია

17

როგორც ლევან ვასაძე დღევანდელ ვიდეომიმართვაში აცხადებს,  დაპირისპირება იმის გამო ხდება, რომ ხელისუფლებამ ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენება არ აკრძალა:
“ეს ხელისუფლება და ეს სახელმწიფოებრივი წეს-წყობილება განწირულია, ეს საღვთო კანონია, რომელიც ფიზიკის კანონებზე ძლიერია. როგორც გასულ ზაფხულს პრაიდის მცდელობას მოჰყვა არეულობა ქვეყანაში, იგივე ხდება ახლაც რუსთაველის პროსპექტზე, უარესი მოხდება ვშიშობ, რადგან ზაფხულში სახელმწიფომ ისმინა ერისა და ეკლესიის ხმისა და გააუქმა ის პრაიდი, ახლა კი არა. არავინ იცის რა ფორმით წარიმართება არეულობა და რამდენ ხანს გაგრძელდება,”- განაცხადა ლევან  ვასაძემ.
ლევან ვასაძე ხელისუფლებას და ოპოზიციას “ლიბერალური ურჩხულის ნაშიერებს” უწოდებს,რომელსაც “ქართველი ერი შესაჭმელად ჰყავს გამზადებული”. რაინდის თქმით, გამოსავალი რევოლუციაშია, რომელიც შესაძლოა ძალისმიერიც იყოს:
 

Comments
Loading...