- Advertisement -

ვაშაძე: არასწორია სურვილი, ერთდროულად ნატოშიც გაწევრიანდე და კარასინის სკამზეც იჯდე

448

 

ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ "ტვ პირველის" ეთერში "დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში" განაცხადა.

მისივე თქმით, რეალობის ამ არასწორ აღქმას ეროვნული ინტერესები ეწირება.

"ერთი რამე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ თუ ვინმეს ე.წ. "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ჰგონია, რომ აშშ-ის პოლიტიკური კლასი ვერ ხედავს იმ კონიუნქტურას და იმ გაორებას, რომელიც ამ ხელისუფლებას აქვს ძალიან ცდება. იმ სურვილს, რომ ერთდროულად გაწევრიანდნენ ნატოში და კარასინის სკამზე იჯდე, ის, რომ ცივილიზებული დასავლეთისა და რუსეთის ფედერეციებს შორის არსებულ დაპირისპირებაში ჩვენ ქვეყანას არ მოუწევს მკაფიო, მტკიცე პოზიციის დაკავება, მაშინ ეს ხალხი ძალიან მწარედ ცდება. ამ არასწორი ხედვის ფასი იქნება ის, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები შეეწირება ამ შეცდომას და რეალობის არასწორ აღქმას", – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

Comments
Loading...