- Advertisement -

ვაშაძე: აღტაცებული ვარ, რომ ჩვენი დაწყებული ვიზალიბერალიზაცია ამ ხელისუფლებამ დაამთავრა

369

 

ამის შესახებ საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, "ნაცმოძრაობის" წარმომადგენელმა გრიგოლ ვაშაძემ "ტვ პირველის" ეთერში, "დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში" განაცხადა.

„მე როგორც საქართველოს რიგით მოქალაქეს შემიძლია გითხრათ, რომ აღტაცებული ვარ იმით, ჩვენი დაწყებული საქმეები ისეთი როგორიცაა ვიზალიბერალიზაცია და ასოცირების ხელშეკრულება დღევანდელმა ხელისუფლებამ დაამთავრა. აღტაცებული ვარ, რომ არ აქვს მნიშვნელობა რომელი ხელისუფლების პირობებში, აშშ-ის პოლიტიკური წონით მეორე პირი ჩამოდის საქართველოში ესწრება სამხედრო წვრთნებს და ძალიან მკაფიო გზავნილებს იმაზე, რომ ჩვენ დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მუდმივად ექნება აშშ-ის მხარდაჭერა“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

Comments
Loading...