- Advertisement -

ვაშაძე: ეს დასაწყისია, ბრძოლა გრძელდება და საქართველო აუცილებლად მიაღწევს წარმატებას!

169

"საზოგადოების აქტიურმა პროტესტმა შედეგი გამოიღო-გადადგა პრემიერ-მინისტრი და შესაბამისად, გადადგა მთავრობა", – ამის შესახებ "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს.

"თუმცა, აღნიშნულმა ფაქტმა საზოგადოებაში არ უნდა გააჩინოს ცრუ მოლოდინი, რომ ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლებიდან ჩამოშორებამდე ქვეყანაში რეალობა არსებითად შეიცვლება, რადგან, სწორედ ბიძინა ივანიშვილია პასუხისმგებელი შექმნილ მძიმე ვითარებაზე.

ეს დასაწყისია, ბრძოლა გრძელდება და საქართველო აუცილებლად მიაღწევს წარმატებას!", –  წერს გიორგი ვაშაძე.

Comments
Loading...