- Advertisement -

ვაშაძე ივანიშვილზე: განა წყალტუბოელებზე ზრუნავს?! წინასაარჩევნო სატყუარაა!

11

“ეს იქნება მისთვის საარჩევნო სატყუარა. განა წყალტუბოზე ან წყალტუბოელებზე ზრუნავს, განა საკურორტო ბიზნესის განვითარებაზე ზრუნავს ქვეყანაში, ერთადერთი, რაც მას უნდა, ხელისუფლების შენარჩუნებაა. სად არის ქუთაისში ჩადებული მილიარდი, რომელსაც საპარლამენტო არჩევნებამდე გვეუბნებოდნენ და ერთი კორპუსი ძლივს ააშენეს, ისიც არ გახსნილა,”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა კურორტ წყალტუბოს აღორძინების პროექტის საკუთარი სახსრებით განხორციელება დააანონსა. ივანიშვილის განცხადებით, სანატორიუმების რეაბილიტაცია წყალტუბოში, მინიმუმ 8 000 ადამიანს დაასაქმებს. მათი აღდგენის შედეგად, საბოლოო ჯამში, რეგიონში დასაქმდება 15 000 – 20 000 ადამიანი.
The post ვაშაძე ივანიშვილზე: განა წყალტუბოელებზე ზრუნავს?! წინასაარჩევნო სატყუარაა! appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...