- Advertisement -

ვაშაძე: ივანიშვილს და ტაკიმასხარა “ქართულ ოცნებას” სახელმწიფოებრიობას არ გადავაყოლებთ

129

ამის შესახებ, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში, პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ამჟამად კი საქართველოს 2018 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ოპოზიციური გაერთიანების, მოძრაობა "ძალა ერთობაშია"-ს საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ სამეგრელოში, სენაკის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთან შეხვედრის დროს განაცხადა.

"პატიოსან სიტყვას გაძლევთ, ასეთი მიზანი და სწრაფვა გამარჯვებისკენ არასდროს მქონია. ამაში უკვე პირადული არაფერია, ეს არის იმიტომ, რომ ვკარგავთ ჩვენ სახელმწიფოებრიობას, რომელიც სიმწრით აღვადგინეთ და სიმწრით შევინარჩუნეთ 27 წელია და ბიძინა ივანიშვილს და ე.წ. "ქართულ ოცნებას", ამ ტაკიმასხარებს და კორუმპირებულ ხალხს, ამ სახელმწიფოებრიობას არ გადავაყოლებთ", – განაცხადა ვაშაძემ.

Comments
Loading...