- Advertisement -

ვაშაძე: მარტო ივანიშვილს არ შეუძლია სტრატეგია, ჩვენც მაგარი სტრატეგები ვართ

20

“ვაგრძელებთ მშვიდობიან, არაძალადობრივ აქციას, რომელიც კარგად გვაქვს გააზრებული და აუცილებლად მივიყვანთ გამარჯვებამდე. ყველა სცენარი და ვარიანტი გაწერილი. მარტო ბიძინას არ შეუძლია სტრატეგია, ჩვენც მაგარი სტრატეგები ვართ და შემიძლია დავატრენინგო კიდეც,”- განაცხადა “ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
შეგახსენებთ, 17 ნოემბერს ღამე აქციის მონაწილეებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის შესასვლელები ტომრებით ჩაკეტეს, მანამდე კი პარლამენტის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს.
გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებია: „ვადამდელი პროპორციული არჩევნები, მთავრობის გადადგომა და სამოქალაქო საზოგადოებით დაკომპლექტებული ცესკო“.
14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა.

Comments
Loading...