- Advertisement -

ვაშაძე: პარლამენტის დარბაზის სამივე შესასვლელი უნდა გადავკეტოთ, კონსტიტუცია რომ არ მიიღონ!

458

"ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ თუ "ქართული ოცნება" ისევ იტყვის, რომ კონსტიტუციას უკან ვერ დააბრუნებს და მესამე მოსმენით უნდა მიიღოს, მაშინ ოპოზიციამ ამ არალეგიტიმურ პროცესში მას ხელი უნდა შეუშალოს და ქუთაისის პარლამენტის დარბაზის სამივე შესასვლელი უნდა გადაკეტოს მშვიდობიანად, რათა პარლამენტარებს პულტების გამოყენების საშუალება არ ჰქოდეთ.

"ახლა ბურთი არის "ქართული ოცნების" მოედანზე. "ჩვენ ორი მოსმენით მივიღეთ, უკან ვერ დავაბრუნებთ, მესამე მოსმენით უნდა მივიღოთ" – თუ "ქართულ ოცნებაში" ასე ხისტად უდგებიან საკითხს გამოსავალი არის ძალიან მარტივი და მე ჩემს ოპოზიციურ კოლეგებს შევთავაზე, ქუთაისის პარლამენტის დარბაზს აქვს 3 შესასვლელი, თუ ამ ოთახში არ მოხდა ხმის მიცემა კონსტიტცუიაზე, კონსტიტუცია ვერ იქნება მიღებული.

როცა ხელისუფლება აბსოლუტურად არალეგიტიმურ პროცესშია, კანონგარეშე პროცესშია და ამას მარტო ჩვენ კი არ ვამბობთ. სამოქალაქო სექტორი ამბობს, საზოგადოების აქტიური ნაწილი ამბობს, საერთაშორისო საზოგადოება ამბობს. ჩვენ უნდა გადავკეთოთ ეს სამი შესასვლელი, ყოველგვარი ზედმეტი დაპირისპირების გარეშე, აბსოლუტურად მშვიდობიანად და არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა პულტების გამოყენების. ეს არის პროცედურული ომი, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია ერთიანი ურყევით პოზიციით გვქონდეს, რადგან ნორმალური კონსტიტუცია გვქონდეს", – განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

Comments
Loading...