"ქართული ოცნება არის ჩიხში და რაც არ უნდა იბაქიბუქოს, გამოსავალი უნდა მოიძიოს",-ამის შესახებ ”ახალი საქართველოს” თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ რუსთავი 2-თან საკონსტიტუციო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.
"შევიკრიბოთ მათ გარეშე პრეზიდენტთან, რა მნიშვნელობა აქვს მათ მოსვლას, მაგრამ მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი, თუ რომელიმე საპარლამენტო პოლიტიკური პარტია გაურიგდა „ქართულ ოცნებას“, ეს პროცესი ჩამოიშლება. ამიტომ ვაფრთხილებ თითოეულ მათგანს, სულ სამი გვყავს ესეთი პარლამენტში, თუ გაურიგდებით, იცოდეთ, რომ თქვენ გიყიდათ „ქართულმა ოცნებამ“ პირდაპირ გეუბნებით, ამიტომ სჯობს ყველამ ხმამაღლა დააფიქსიროს პოზიცია, რომ ერთიანი ოპოზიცური პოზიციის გარეშე არც საპარლამენტო პარტიები არაფერს არ მოიმოქმედებენ, ცალკე, დამოუკიდებლად,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.