- Advertisement -

ვაშაძე: ხუნდაძემ ჩააგდო ეს გადაწყეტილებაო – იგივეა, რაც – ივანიშვილს თავისი “გალსტუკები” და ფეხსაცმელები აუჯანყდაო…

1

საქართველოში პარლამენტარიზმი დამთავრდა. დემოკრატია მოიპარეს, სახელმწიფო მოიპარეს და არავითარ შემთხვევაში არ უნდათ ხელისუფლების დათმობა. ყოველ კვირა ატარებენ კვლევებს და მშვენივრად იციან, რომ კატასტროფული მარცხი ელოდებოდათ არჩევნებში. აქედან გამომდინარე, აკეთებენ ყველაფერს, რომ არჩევნები არ შედგეს.
საქართველოში გუშინდელი დადგმული უნიჭო სპექტაკლის ვინმეს სჯერა? ხუნდაძემ ჩააგდო ეს გადაწყეტილებაო იგივეა რაც, ვთქვათ – ბიძინა ივანიშვილს თავისი „გალსტუკები“ და ფეხსაცმელები აუჯანყდაო…
ნაციონალურმა მოძრაობამ ჩაშალა ამის მიღებაო, თქვენ ნორმალურები ხართ? რომ იკრიბებით და „მესიჯბოქსებს“ ალაგებთ, ისე მაინც დაალაგეთ, ხალხი სიცილით არ მოკვდეს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
შეგახსენებთ: დღეს, 14 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ინიციატივას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგი იყო.
ინიციატივის პირველი მოსმენით მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. კენჭისყრამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ 37-მა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეოებისაგან თავი შეიკავა.
The post ვაშაძე: ხუნდაძემ ჩააგდო ეს გადაწყეტილებაო – იგივეა, რაც – ივანიშვილს თავისი “გალსტუკები” და ფეხსაცმელები აუჯანყდაო… appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...