- Advertisement -

ვაშაძე: 50 ათასი ბავშვი შიმშილობს და თბილისის მერია მილიონ ლარად ყიდულობს მანქანებს

129

"თბილისის მერია აცხდებს ტენდერს მილიონ ლარად ღირებული მანქანების შესყიდვაზე, გეკითხებით, ჩვენ ნორმალურ სახელმწიფოში ვცხოვრობთ?!", – ამის შესახებ, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში, პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ამჟამად კი საქართველოს 2018 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ოპოზიციური გაერთიანების, მოძრაობა "ძალა ერთობაშია"-ს საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ სამეგრელოში, სენაკის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთან შეხვედრის დროს განაცხადა.

"ქვეყანაში 50 ათასი ბავშვი შიმშილობს და თბილისის მერია მილიონ ლარად ყიდულობს მანქანებს. პატიოსან სიტყვას გაძლევთ, ასეთი მიზანი და სწრაფვა გამარჯვებისკენ არასდროს მქონია. ამაში უკვე პირადული არაფერია, ეს არის იმიტომ, რომ ვკარგავთ ჩვენ სახელმწიფოებრიობას, რომელიც სიმწრით აღვადგინეთ და სიმწრით შევინარჩუნეთ 27 წელია და ბიძინა ივანიშვილს და ე.წ. "ქართულ ოცნებას", ამ ტაკიმასხარებს და კორუმპირებულ ხალხს, ამ სახელმწიფოებრიობას არ გადავაყოლებთ", – განაცხადა ვაშაძემ

Comments
Loading...