- Advertisement -

ვახო ჭუმბურიძე: S Media-ს მიზანია, ბიზნესმა იგრძნოს, რომ მათ უკან დგას მძლავრი კრეატიული სააგენტო

66

კრეატიული სააგენტო S Media Georgia ჯგუფის მიზანია მართოს სოციალური პლატფორმები, სადაც ბიზნესი იმუშავებს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის შექმნაზე.

„ჩვენი ამბიციური გუნდი ერთი იდეისთვის შეიკრიბა – გამოვადგეთ იმ კომპანიების და ფიზიკური პირების ბიზნესს, რომლებიც სწორად აფასებენ სოციალური მედიაარხების მნიშვნელობას და გავლენას მომხმარებელზე,“ – ამბობს S Media Georgia-ს დამფუძნებელი ვახო ჭუმბურიძე.

სააგენტოს ჰყავს გამოცდილი, პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჯგუფი, რომელიც მუშაობს განსხვავებული, ორიგინალური და მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტის შესაქმნელად.

დიზაინერები კომპანიებისთვის ქმნიან შესაბამის პოსტებს; სოციალური მედია მენეჯერები მუშაობენ კონტენტზე; ADS მენეჯერი მუშაობს რეკლამის სწორ დაგეგმვაზე. ძალისხმევის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი სოციალური ქსელის ცოდნას და მისი ალგორითმების ამოხსნას ეთმობა.

„ბიზნესმა და კომპანიებმა უნდა იგრძნონ რომ მათ უკან დგას მძლავრი სააგენტო, რომელიც მაქსიმალურად დაეხმარება სწორ პოზიციონირებაში, წვლილს შეიტანს წარმატებაში და მათ გვერდით იქნება კრიტიკულ სიტუაციებში. გვაქვს  ამბიცია, რომ საქართველოს და მსოფლიოს ბაზარზე ჩვენი ადგილი დავიკავოთ“ – ამბობს S Media-ს დამფუძნებელი ვახო ჭუმბურიძე.

სოციალურ მედიაში თავის დამკვიდრება განაპირობებს კომპანიის წარმატებას ან ზოგ შემთხვევაში წარუმატებლობას, რადგან არის შემთხვევები, როდესაც არასწორად ხდება მომხმარებელთან კომუნიკაცია, რაც პირდაპირ აისახება იმიჯზე. „ჯერ კიდევ არსებობს ტენდენცია, რომ კომპანიებს უჭირთ გააზრება და ბიუჯეტის დახარჯვა სოციალურ სივრცეში, მაგრამ ჩემი გუნდი სწორედ ამას ცდილობს, რომ ზუსტად ავუხსნათ დამკვეთებს უპირატესობები, თითოეული დახარჯული თეთრი რა შედეგამდე მიიყვანს… როდესაც დგება შედეგი, დამკვეთები უკვე ნაკლებად სკეპტიკურად არიან განწყობილი კამპანიების მიმართ. თუმცა, წინა წლებთან შედარებით, აშკარად შეიცვალა ვექტორი და სულ უფრო და მნიშვნელოვანი გახდა ბიზნესისთვის სოცმედიის განვითარება,“ – აცხადებს ვახო ჭუმბურიძე.

სოციალური მედიის მრავალმილიარდიანი ინდუსტრია კომუნიკაციის უახლეს ტენდენციებს შორის მსოფლიო ლიდერია. მის მიმართ მზარდი ინტერესი გამოიხატება არამხოლოდ მსოფლიოში არსებულ წარმატებულ კომპანიებში, არამედ ქართულ ორგანიზაციებშიც, რომლებიც ნელ-ნელა სწორად აფასებენ ამ პლატფორმების გავლენას საზოგადოებაზე. სოციალური მედია უწყვეტი ფორმაა, რომლის დახმარებით საშუალებას აძლევთ მომხმარებლებს, მუდმივად იყვნენ ჩართული მათთვის საინტერესო პროცესებში.

Comments
Loading...