- Advertisement -

ვახტანგ გომელაური: თუ დაჭირდება ფიზიკური ძალა, ჯარი მზად არის

437

თუ დაჭირდება ფიზიკური ძალა, ჯარი მზად არის,- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა სტიქიის ზონაში ყოფნის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ჯერჯერობით ამის აუცილებლობა არ დგას, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ჯარიც და ყველა სხვა სამსახურიც მობილიზებულია.

როგორც „აიპრესს“ შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ამ წუთებში სოფელ დაბასთან ქარის გამო, აალებური ხანძრის კერების ჩაქრობას 3 ვერტმფრენი ცდილობს.

"ადგილზე 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მუშაობს, ხანძრის ჩაქრობაში ჩართულია ორი ვერტმფრენი, 400 მეხანძრე- მაშველი მუშაობს ადგილზე. მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყვნენ სოფელ დაბასთან და გადარჩა დასახლებული პუნქტი, ამ წუთებში ადგილზე მუშაობს 3 ვერტმფრენი, აქედან 2 სასაზღვრო პოლიციისაა – ერთი აზერბაიჯანის. თურქეთიდან ვერტმფრენი ჯერჯერობით არ ჩამოფრენილა, ველოდებით“,-აცხადებენ შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

Comments
Loading...