- Advertisement -

ვახტანგ ძაბირაძე: სავარაუდოდ პროპორციულზე გადასვლის კანონპროექტს გაზაფხულზე ჩააგდებენ

20

როგორც ძაბირაძემ “აიპრესს” უთხრა, სავარაუდოდ ხვალ ან ზეგ კენჭისყრაზე პროექტი გავა.
“რაც შეეხება პროცესს, ეს თავიდანვე ასე იყო. ვგულისხმობ იმას, რომ როგორც კი ითქვა, რომ პროპორციული არჩევნები იქნება, მაშინვე გამოითქვა სკეპტიკური აზრიც, რომ ჯერ ნუ ვიჩქარებთ და ვნახოთ აისახება თუ არა ეს კონსტიტუციაში. მართლაც ასეა. ამ დღეებში იქნება განხილვები. ხვალ ან ზეგ ამ კანონპროექტს პირველი მოსმენით მიიღებენ, მაგრამ დიდი ალბათობით გაზაფხულზე ჩააგდებენ”, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი
The post ვახტანგ ძაბირაძე: სავარაუდოდ პროპორციულზე გადასვლის კანონპროექტს გაზაფხულზე ჩააგდებენ appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...