- Advertisement -

ვახტანგ ხმალაძე: საპარლამენტო რესპუბლიკაში უპირატესობა ირიბ არჩევნებს უნდა მიეცეს

665

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის ირიბი არჩევის მომხრეა. რუსთავი 2-ის ეთერში ვახტანგ ხმალაძემ ასეთი არჩევის ორ მოდელზე ისაუბრა. თავად უპირატესობას კოლეგიის მიერ არჩევას ანიჭებს, კოლეგიაში კი პარლამენტის 150 დეპუტატი და რეგიონების საკრებულოებიდან არჩეული 150 ხმოსანი უნდა შედიოდეს. ასეთ შემთვევაში ხმალაძე მიიჩნევს, რომ პროპორცია პოლიტიკურ ძალებს შორის დაცულია და არჩეული პრეზიდენტიც არც ერთი პარტიისგან არ იქნება დავალებული. 

"მე დღეს არ მითქვამს, ეს მოყოლებული 91 წლიდან ამას ვამბობ სისტემატურად, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში უპირატესობა უნდა მიეცეს ირიბ არჩევნებს და არა პირდაპირს. აქ ორადორი მოდელი გამოიყენება, ერთი არის როცა პარლამენტი ირჩევს და მეორე მოდელით საარჩევნო კოლეგია ირჩევს, რომელიც შედგება პარლამენტის წევრების და მე რაიმე აღმოჩენა არ გამიკეთებია და ნოვაცია არ შემომიღია, იმდენივე ხმოსანი, რომელთაც ირჩევენ ტერიტორიული წარმომადგენლობითი ორგანოებით. ჩვენთან ეს არის აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი საბჭოები და სხვაგან ჩვენ გვაქვს საკრებულოები და სავსებით შესაძლებელია, გაკეთდეს იმდაგვარად, რომ სხვადასხვა რეგიონების საკრებულოებმა ერთობლივ შეკრებაზე თავიანთი შემადგენლობიდან აირჩიონ ხმოსნები, ისე რომ ყველა ხმოსნის ჯამი იყოს 150, ანუ სულ 300 კაციანი კოლეგია, მხოლოდ ამ არჩევისას უნდა იყოს დაცული პროპორციულობის პრინციპი სხვადასხვა პარტიებს შორის, რომლებსაც წარმომადგენლობები აქვთ ამ საკრებულოებში, ანუ ეს არ უნდა იყოს მხოლოდ უმრავლესობის მიერ არჩეული დელეგატები, არამედ პროპორციულად იმისა, როგორც არიან წარმოდგენილნი პარტიები.

რატომ აქვს ჩემი აზრით ამას უპირატესობა პარლამენტის არჩევნებთან შედარებით, იმიტომ რომ პარლამენტის არჩევნების საფუძველზე ის თანაფარდობა დგება პოლიტიკურ პარტიებს შორის, როგორიც იმ დროს იყო როცა პარლამენტი ირჩეოდა, რაც შეეხება საკრებულოებს, ისინი აირჩევიან პარლამენტის ორ მომდევნო არჩევნებს შუა პერიოდში, როდესაც ამომრჩევლის განწყობა გარკვეულწილად უკვე შეცვლილია და შესაბამისად, თუ არჩევნები წესიერად ტარდება იქ უკვე სხვა პროპოცია დგება პოლიტიკურ პარტიებს შორის, როდესაც ეს ორი ერთიანდება აქ ვღებულობთ უფრო გაწონასწორებულ სურათს. ასეთი პრეზიდენტი უკვე აღარ იქნება დავალებული რომელიმე ერთი კონკრეტული პარტიისგან",-განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ. 

Comments
Loading...