- Advertisement -

ვახუშტი მენაბდე: კონსტიტუციაში შრომის ზედამხედველობის ორგანოს შესახებ ჩანაწერი არ იქნება

582

კონსტიტუციაში შრომის ზედამხედველობის ორგანოს შესახებ ჩანაწერი არ იქნება. ამის შესახებ კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტმა ვახუშტი მენაბდემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ვახუშტი მენაბდე ამბობს, საკონსტიტუციო კომისიაში ამაზე შეთანხმება იყო, თუმცა მთავრობის ეკონომიკური გუნდის წინააღმდეგობის გამო, შეთავაზებულ კონსტიტუციის პროექტიდან ეს ჩანაწერი ამოიღეს.

„მეორე რაუნდისთვის შემოთავაზებული იყო ძალიან მოკრძალებული ვარიანტი, შრომის უფლების დამდგენი ნორმის, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი ჩანაწერი იყო ის, რომ სახელმწიფო იღებდა ვალდებულებას შეექმნა შრომის ზედამხედველობის ორგანო. რაზეც პრინციპში კონსესუსი შედგა, კომისიის წევრებმა დააფიქსირეს საკუთარი პოზიტიური განწყობა, თუმცა მესამე მოსმენის რეჟიმში შემოთავაზებულ პროექტში ეს ნაწილი ამოღებული იყო, რაც აიხსნა მთავრობის ეკონომიკური გუნდის წინააღმდეგობით“, – აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ.

მისი თქმით, ქვეყანაში შრომითი უფლებები პრობლემური საკითხია. სტატისტიკის მიხედვით 5 წლის განმავლობაში 2 ასეულზე მეტია დაღუპული, იმ მიზეზით რომ შრომით ურთიერთობებზე და შრომის პირობებზე ეფექტური ზედამხედველობის ორგანო არ არსებობს.

„დღეს ჩვენ გვექნება ვითარება, რომ შრომითი უფლებების სტანდარტი შემცირდება“, – დასძინა ვახუშტი მენაბდემ.

Comments
Loading...