- Advertisement -

ვეიონისი: დადგება დღე, როცა ევროკავშირი და ნატო გადაწყვეტენ გაფართოებას, თქვენ მზად უნდა იყოთ

579

ლატვიის პრეზიდენტის რაიმონდ ვეიონისის განცხადებით, იმ დროისათვის, როცა ევროკავშირი და ნატო გაფართოებას გადაწყვეტენ, ამისთვის საქართველო მზად უნდა იყოს. ვეიონისმა ასევე ისიც აღნიშნა, რომ შესაძლოა, ამჟამინდელი პოლიტიკური კლიმატი არ არის მწიფე პოლიტიკური გაფართოებისთვის.

"ვფიქრობ, უახლოეს მომავალში საქართველო გახდება ევროკავშირის ნაწილი. ჩვენ მხარს ვუჭერდით საქართველოსა და ევროკავშირის დაახლოებას.

თუმცა, შესაძლოა ამჟამინდელი პოლიტიკური კლიმატი არ არის მწიფე პოლიტიკური გაფართოებისთვის. საქართველომ უნდა მოამზადოს საკუთარი თავი, რომ როდესაც კარი გაიხსნება.. თუ ქვეყანა არ იქნება მზად ეს გულაცრუება იქნება. თქვენ უნდა გააგრძელოთ რეფორმების პროცესი. დადგება დღე, როდესაც ევროკავშირი და ნატო გადაწყვეტენ გაფართოებას, თქვენ ამ დროს მზად უნდა იყოთ",- აღნიშნა რაიმონდ ვეიონისმა.

Comments
Loading...