- Advertisement -

ვლადიმერ პუტინი დე-ფაქტო აფხაზეთში იმყოფება

448

 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში, ქალაქ ბიჭვნითაში იმყოფება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "Эха Кавказа" ავრცელებს.

ამ ეტაპზე პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას ხვდება, რომელიც აგრეთვე ბიჭვნითაში იმყოფება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პუტინის ვიზიტი სამუსაო ხასიათისაა. პუტინისა და დე-ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას შეხვედრის დასრულების შემდეგ გაფართოებული სხდომა ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრემიერი ბესლან ბარციცი და სოციალურ-ეკონომიკური ბლოკის მინისტრები.

შეხვედრის ფარგლებში იგეგმება "აფხაზეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის შეთანხმება, იმ რუსი მოქალაქეების დაზღვევის ორგანიზებასთან დაკავშირებით, რომლებიც აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ" – შეთანხმებისთვის ხელმოწერა.

აღნიშნულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით კი, ვლადიმერ პუტინი და რაულ ხაჯიმბა ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

Comments
Loading...