- Advertisement -

ვლადიმერ პუტინი: რუსეთი აშშ-ს შიდა პოლიტიკურ საქმეებში არასდროს ჩარეულა

152

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა Fox News- თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებას შეერთებული შტატების შიდა პოლიტიკაში ჩარევა არასდროს უცდია.

"რუსეთი, როგორც სახელმწიფო, შეერთებული შტატების შიდა საქმეებში, არც არჩევნებში არასდროს ჩარეულა. მე ამ საკითხით დაინტერესებული არ ვარ. ეს ამერიკის შიდა პოლიტიკური თამაშებია. ნუ აქცევთ რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებს ამ შიდა პოლიტიკური დაპირისპირების ტყვედ. საარჩევნო პერიოდში დემოკრატიული პარტია ჰაკერულ თავდასხმაზე საკითხით მანიპულირებდა და საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენას ცდილობდა. ვფიქრპბ, ხალხს ბოდიში უნდა მოუხადონ", – განაცხადა პუტინმა.

ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გამართული სამიტის შემდეგ ამერიკულ სატელევიზიო არხს Fox News- ს ინტერვიუ მისცა, რომელიც 16 ივლისს ჰელსინკში გაიმართა.

ერთი დღით ადრე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჰელსინკში თავის ამერიკელ კოლეგა, დონალდ ტრამპთან გამართულ ორმხრივ მოლაპარაკებებს წარმატებული და სასარგებლო უწოდა. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"მოლაპარაკებები გულწრფელ და საქმიან ატმოსფეროში ჩატარდა, მიმაჩნია, რომ ის ძალიან წარმატებული და სასარგებლოა…აშკარაა, რომ ორმხრივი ურთიერთობები რთული პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობს, მაგრამ ეს სირთულეები ობიექტური მიზეზების გამო არ არის. ცივი ომი დასრულდა და სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა ", – დასძინა პუტინმა პრესკონფერენციაზე.

Comments
Loading...