- Advertisement -

ვოლსკი: ანა დოლიძე გაცდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ფუნქციებს, პოლიტიკურ ველზე შეიჭრა

21

როგორც გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, კონსტიტუციის შესაბამისად, პრეზიდენტს ანა დოლიძის გაწვევის უფლებამოსილება არ აქვს, მას დანიშვნის უფლება აქვს.
„კონსტიტუციაში გაწვევის უფლებამოსილება არ იკითხება. ფაქტია, რომ ანა დოლიძე მნიშვნელოვნად გაცდა იმ ფუნქციებს, რასაც ჰქვია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ფუნქციები და შეჭრილია პოლიტიკურ ველზე. პოლიტიკური ფიგურის აქტივობას ეწევა”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 11 წევრი ანა დოლიძისთვის საბჭოში უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად ისინი ანა დოლიძის პოლიტიკურ საქმიანობას ასახელებენ. მათი განმარტებით, პოლიტიკური საქმიანობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელია. საბჭომ ამ საკითხზე პრეზიდენტს უკვე მიმართა.
The post ვოლსკი: ანა დოლიძე გაცდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ფუნქციებს, პოლიტიკურ ველზე შეიჭრა appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...