- Advertisement -

ვოლსკი აფხაზეთის რკინიგზაზე: ეს საკითხი მოლაპარაკებიდან კი არა განხილვიდან არის შორს

587

"ეს საკითხი ძალიან შორს არის მოლაპარაკებიდან კი არა, განხილვიდან არის ძალიან შორს",-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ აფხაზეთის რკინიგზასთან დაკავშირებით განაცხადა. 

"ვფიქრობ, ჩვენს სახელმწიფოს გააჩნია საკმაოდ სწორი ხედვა იმისათვის, რათა სრულ თანხმობაში იყოს ყველანაირი პროექტი, რაც საქართველოში განხორციელდება, უპირველეს ყოვლისა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და რასაკვირველია, უნდა შეესაბამებოდეს უსაფრთხოების და პოლიტიკურ ინტერესებს,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისათვის, საპარლამენტო უმცირესობა აფხაზეთის რკინიგზასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ხელისუფლებამ საჯაროდ უნდა თქვას სიმართლე რა გარიგებას აქვს ადგილი. 

Comments
Loading...