- Advertisement -

ვოლსკი: გოცირიძე უბრუნდება იმ თემას, რომლისგანაც გარკვეული სკანდალის წამოწვევა სცადა “ნაცმოძრაობამ”

323

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსიმ "ნაციონალური მოძრაობის" წევრს რომან გოცირიძეს "გაზპრომთან" დადებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით განცხადებაზე უპასუხა და განაცხადა, რომ ოპონენტი გარკვეული სკანდალის გამოწვევას ცდილობს.

„ბატონი რომან გოცირიძე უბრუნდება იმ თემას, რომლისგანაც გარკვეული სკანდალის წამოწვევა სცადა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ახალმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. მაგრამ, რეალურად ისინი გვთავაზობენ, რომ მილი, რომელიც რუსეთიდან გაზს გადასცემს სასომხეთს, დაიცალოს, ულტიმატუმის ენით ველაპარაკოთ გაზის მომწოდებელს, სომხეთშიც შევქმნათ პრობლემა და რასაკვირველია ისიც, რომ საქართველოც გაზის მნიშვნელოვანი ნაწილის გარეშე დავტოვოთ,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ბიუროს სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძემ "გაზპრომთან" დადებულ ხელშეკრულებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობისთვის" ცნობილი გახდა ის ტარიფი, რომლითაც საქართველო რუსეთიდან გაზს იყიდის. მისი თქმით, ეს ტარიფი კატასტროფულია. 

Comments
Loading...