- Advertisement -

ვოლსკი: ველი, რომ ვენეციის კომისიისგან საკონსტიტუციასთან დაკავშირებით შენიშვნები არ იქნება

349

"ვენეციის კომისიის ფუნქცია და ამოცანები არის ჩამოაყალიბოს და რჩევები მისცეს სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით ამა თუ იმ მხარეს, იქნება ეს საქართველოში თუ სხვა ნებისმიერ ქვეყანაში,"-განაცხადა პარლამენტის ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან. მისი თქმით მმართველ გუნდის სურვილი კონსესუსი იყო სხვა პოლიტიკურ პარტიებთან. თუმცა, ამ დროისთვის კონსესუსი არაა მიღწეული

"მოველი, რომ საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას არ შეიძლება ჰქონდეს შენიშვნები. რა საკვირველია ველოდები იმას რასაც ჩვენ მუდმივად ვამბობთ და გვსურს. ეს არის კონსესუსის საჭიროება ჩვენს ქვეყანაში.

თუკი ეს კონსესუსი არ მიიღწევა, ეს ყოფილა ის რეალობა რომლის წინაშე ჩვენ ვდგავართ და აქედან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ ქვეყნის ინტერესების შესაბამისად . რასაკვრიველია კონსესუსი ის თემაა, რომლის არ მიღწევა ნამდვილად არ შეიძლება“ -განცხადა გია ვოლსკიმ.

Comments
Loading...