- Advertisement -

ვოლსკი: თუ ივანიშვილი და ვასაძე რამეზე შეთანხმდნენ, რატომ ფიქრობთ, რომ ქვეყნის საწინააღმდეგოა?

0

ამას ვუშვებ, რომ ასეთი შეხვედრა შედგა, თუმცა რაღაც ეს კონსპირაციაზე მინიშნება და რაღაც საიდუმლო საუბრების თემაზე მინიშნება ვფიქრობ, არც ღირსეული განცხადება არ არის და არც რაიმე ისეთს შეიცავს, რომელიც საზოგადოებისთვის შეიძლება სკანდალური იყოს. თუ აკეთებ განცხადებას მაშინ ისაუბრე ბოლომდე…
ბიძინა ივანიშვილს საერთოდ არ ახასიათებს ისეთი განცხადებების ან საუბრების ჩატარება, რომელიც რაიმე სახით ელემენტარულად მაინც უპირისპირდება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. თუ რამეზე შეთანხმდნენ, რატომ ფიქრობთ რომ მაინცდამაინც საქართველოს საწინააღმდეგო თემებზე შეთანხმდნენ? ”,-ამბობს გია ვოლსკი.
შეგახსენებთ, გუშინ, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ თქვა, რომ გასული წლის აპრილში ბიძინა ივანიშვილი მივიდა მასთან სახლში წინადადებით და სათხოვარით და შემდეგ ამაზე საუბარი გაგრძელდა მეორე შეხვედრაზე, რომელიც მალევე, უკვე ბიძინა ივანიშვილის სახლში გაიმართა.
ვასაძე განმარტავს, რომ საუბრის შინაარსზე არაფერს იტყვის, თუმცა აღნიშნავს, რომ იყო შეთანხმება, მასსა და ივანიშვილს შორის, რომ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ უნდა გასაჯაროებულიყო.
The post ვოლსკი: თუ ივანიშვილი და ვასაძე რამეზე შეთანხმდნენ, რატომ ფიქრობთ, რომ ქვეყნის საწინააღმდეგოა? appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...