- Advertisement -

ვოლსკი: კიევში დაიძაბება ვითარება, მიშა ამის ოსტატია

318

"კიევში დაიძაბება ვითრება, მიშა ამის ოსტატია, როგორ დაძაბოს და როგორ შექმნას გარემოებები,"- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ, კიევში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ეს არც უკრაინელ ხალხს აწყობს და არც რეგიონალური უსაფრთხოების ინეტერსებს პასუხობს.

''უკრაინის ხელისუფლების შეფასებას არ ვაპირებთ, მაგრამ კანონთან შესაბამისობისკენ მოწოდება, რაც აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის და ევროკავშირის განცხადებებში ამოვიკითხეთ, არის დასაცავი და კანონის შეაბამისად უნდა იმოქმედოს უკრაინის ხელისუფლებამ. დანარჩენთან დაკავშირებით, გავაკეთეთ განცხადება და ვფიქრობ, სწორი შეფასებაა, ის რომ ვითარების ასე გაგრძელება სერიოზულ დარტყვამს მიაყენებს უკრაინას პოლიტიკურადაც, ეკონომიკურად და სამხედრო თავსაზრისითაც''–განაცხადა გია ვოლსკიმ.
 

Comments
Loading...