- Advertisement -

ვოლსკი: მგონია, ზალბერს სიტყვა წასცდა ან იფიქრა, რომ ამით რაღაც ურთიერთობას მოაგვარებს

507

"მგონია, რომ სიტყვა წასცდა ან იფიქრა, რომ თავისი განცხადებით რაღაც ურთიერთობას მოაგვარებს და ჟენევაში ამ პროცესის განვითარებას ხელს შეუწყობს, რაც სიღრმისეული შეცდომაა", – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ზალბერის განცხადება, საქართველოში ევროკავშირის პოლიტიკას არ უკავშირდება.

"არ მინდა, ეს საკითხი ან მისი ეს გადაცდომა საქართველოსთან მიმართებაში ევროკავშირის პოლიტიკას დავუკავშირო, რადგან არასწორი ვიქნები და ეს უსაფუძვლო იქნებოდა, მაგრამ ამ პიროვნებამ განცხადება თავისით უნდა გააკეთოს. ეს არც არაფერს უწყობს ხელს და საქართველოს მიმართ კიდევ არაკორექტულ დიპლომატიურ ნაბიჯს დგამს. ეს ევროკავშირის პოლიტიკასთან დაკავშირებული არ არის, რომლის შესახებაც ძალიან კარგად ვიცით“, განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს შეხვდა და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

Comments
Loading...