- Advertisement -

ვოლსკი მეუფე იაკობის ბრალდებაზე: თუ ნიკოლაიშვილი დაადასტურებს, რომ მასზე ზეწოლა იყო, გამოძიება უნდა დაიწყოს

22

“თუ ნიკოლაიშვილი დაადასტურებს, რომ მასზე ზეწოლა იყო, გამოძიება უნდა დაიწყოს, მაგრამ ერთი ადამიანის შეძახილით, არ მგონია, რომ საქმეს მსვლელობა უნდა მიეცეს, რადგან ასეთი განცხადებები და უფრო მძიმე ბრალდებები ყოველ დღე გვესმის”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ: მეუფე იაკობმა 26 ოქტომბერს განაცხადა, რომ მას პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით „ეჩალიჩებოდნენ“. ამ საკითხზე საუბრისას მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ შეხვედრა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა, რომელსაც, მისივე თქმით, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია ესწრებოდნენ. აღნიშნული განცხადება მან 28 ოქტომბერს კიდევ ერთხელ დაადასტურა.
ამასთან, მეუფე იაკობი 28 ოქტომბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსობიდან და საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიური საბჭოს თავმჯდომარეობიდან გადადგა.
საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს მართლა მოვაჭრი თავს, – ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა “მთავარ არხთან” განაცხადა.
“ფარცხალაძეს მართლა მოვაჭრი თავს. მე ვუთხარი ფარცხალაძეს, რომ მოვაჭრი თავს” – ამბობს მეუფე.
“მთავარი არხის” ინფორმაციით ბოდბელ მიტროპოლიტთან ინტერვიუ ქორეპისკოპოსობიდან გადადგომამდე 1 დღით ადრე ჩაწერეს..
მეუფე იაკობი ამბობს, რომ ოთარ ფარცხალაძე და უჩა მამაცაშვილი, მის მეგობარს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს რამაზ ნიკოლაიშვილს15 მილიონის მიტანას სთხოვდნენ.
The post ვოლსკი მეუფე იაკობის ბრალდებაზე: თუ ნიკოლაიშვილი დაადასტურებს, რომ მასზე ზეწოლა იყო, გამოძიება უნდა დაიწყოს appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...