- Advertisement -

ვოლსკი: მეუხერხულება კიდეც, უცხოელმა კოლეგებმა არ გაიგონ, რომ ქველმოქმედება საქართველოში სადავოა

12

“მე არანაირად არ ვამცირებ სხვა ქვეყნების ღირსშესანიშნავობებს, ცნობილ ადგილებს. საფრანგეთი ან ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობენ თავიანთი კურორტებით და ასევეა საქართველო. საოცარი ადგილები გვაქვს. მაგალითად მუცო და აბასთუმანი, რომელთა რეაბილიტაციას ისევ ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს. ახლა მათ რიცხვს წყალტუბო ემატება. ასევე, უდიდესი მნიშვნელობის არის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტი. სრულიად არაჯანსაღია ის, თუ როგორ ხვდება ოპოზიცია ამ პროექტებს. მეუხერხულება კიდეც, რომ უცხოელმა კოლეგებმა არ გაიგონ, რომ ქველმოქმედება საქართველოში სადავოა“, -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში განაცხადა.
The post ვოლსკი: მეუხერხულება კიდეც, უცხოელმა კოლეგებმა არ გაიგონ, რომ ქველმოქმედება საქართველოში სადავოა appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...