- Advertisement -

ვოლსკი: ობუდსმენმა უცაური განცხადება გააკეთა უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესზე

7

როგორც გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კანონით გათვალისწინებული შესაბამისი წესი საკმაოდ მაღალ დონეზეა შეფასებული.
„ცოტა უცნაური განაცხადია, რადგან კანდიდატების შერჩევის წესი და კანონი, რომელიც ამ პრინციპს განსაზღვრავს, საკმაოდ მაღალ დონეზეა შეფასებული და არ მგონია, რაიმე კითხვა ჰქონდეს რომელიმე საერთაშორისო ინსტიტუტს, თუმცა თუ ეს სახალხო დამცველმა გადაწყვიტა, საკონსტიტუციო სასამართლო შესაბამის ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღეს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ: სახალხო დამცველი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.
ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ, მოქალაქის საჯარო თანამდებობის დაკავების, სამართლიან სასამართლოზე წვდომის უფლებებსა და დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლოს უზრუნველმყოფელ პრინციპს.
The post ვოლსკი: ობუდსმენმა უცაური განცხადება გააკეთა უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესზე appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...