საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი აცხადებს, რომ პრეზიდენტის არჩევის საკითხთან დაკავშირებით ოპოზიიციის განცხადებები სრულიად არალოგიკურია.
"თუნდაც პრეზიდენტის არჩევის საკითხთან დაკავშირებით, სერიოზული სახეებით იმდენად აბსურდულ ლოგიკას მიყვებიან, რომ ხანდახან მართლაც ვფიქრობ ,რომ ერთადერთი მიზანი ამისა არის ნაკლები პოლიტიკური კულტურა და მეტი სურვილი, რომ ამ აჟიოტაჟის ფონზე რაღაცა პოლიტიკური დივიდენდები მიიღონ,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.