- Advertisement -

ვოლსკი პრეზიდენტზე: თუ გამოძიება დაიბარებს, უნდა მოვიდეს

15

გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის დიპლომი ნამდვილია. ეს ვიცით ჩვენ. თუ ვინმეს რაიმე საწინააღმდეგო აქვს და ადასტურებს ამ საწინააღმდეგო აზრს, რასაკვირველია, ამ თემაზე უნდა ისაუბროს, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების ეჭვებს შეეხებოდა.

როგორც გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, კომპეტენტური უწყება ამბობს, რომ პრეზიდენტის გამოკითხვის აუცილებლობა ჯერ არ არსებობს.

„რა რესურსი გვაქვს, რომ ამის საწინააღმდეგო განცხადებები გავაკეთოთ, მასალას იცნობთ, გამოძიება გაქვთ ჩატარებული, თუ რაშია საქმე? თუ გამოძიება დაიბარებს, უნდა მოვიდეს. პრემიერ-მინისტრი მივიდა და ნებისმიერი ჩვენგანი უნდა მივიდეს და ჩვენება მისცეს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

Comments
Loading...